„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე მოკვლევა დაასრულა - ისინი არხის მენეჯმენტს საქმის პროკურატურისთვის გადაცემას სთავაზობენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე მსჯელობა დაასრულა.

„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს, სხდომა რომელიც 21 მარტს ჩატარდა, საბჭოს წევრებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის ბრალდებებზე ისაუბრეს.

არხის ადვოკატმა კი ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ და არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნების გამო მოქმედებდნენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.

„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს