ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმები დღეს დილით „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებზე პასუხს წარმოადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია