ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა.

ადგილობრივების თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშს პოლიტიკური ოფისის წევრი, სალაჰ ალ-ბარდაველი და მისი ცოლი ემსხვერპლნენ.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა. „ჰამასმა“ ისრაელის ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელსაც მხარეებმა კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის შუამავლობით მოაწერეს ხელი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია