პეტრ პაველი - თუ იარსებებს ევროპული სახელმწიფოების ძლიერი ჯგუფი, რომელიც მზად იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის, ჩეხეთი ერთ-ერთი უნდა იყოს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის მონაწილეობა მიიღოს უცხო ქვეყნების მისიაში, რომელიც, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარებს გაგზავნის.

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტებზე საუბრისას პეტრ პაველმა ახსენა ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ და კითხვაზე, ხედავს თუ არა ჩეხეთს ასეთი კოალიციის ნაწილად, მან უპასუხა: „ჩვენ უკვე ვართ ამ კოალიციის ნაწილი“.

„მჯერა, რომ როგორც კი იქნება იმის გაგება, რომ ძალების განლაგების საერთო ნება არსებობს, ჩეხეთი ამ კოალიციის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.

უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ სკეპტიკურ მოსაზრებებზე კომენტირებისას პაველმა აღნიშნა, რომ „სხვადასხვა პოლიტიკოსს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს“.

„მაგრამ თუ იარსებებს ევროპული სახელმწიფოების ძლიერი ჯგუფი, რომლებიც მზად იქნებიან უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები, მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩეხეთი ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. მესმის, რომ კლიშედ ჟღერს, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ამას დიდწილად საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს