კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარკ კარნის თქმით, მას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომელიც კანადას აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან ემუქრება.

„პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ მისი მუქარის გამო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხა, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს