ექრემ იმამოღლუ - ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა.

„მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს "საკმარისია". ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს