ირაკლი კობახიძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია

1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია - ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით, ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა საერთაშორისო დონეზე მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი პირადი ძალისხმევისა და ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ამგვარად, საბოლოოდ აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო დამოუკიდებელ და თანასწორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს