ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.

„მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს