კახა კინწურაშვილი აქციებზე დაკავებულებზე - შეხედეთ, როგორი ბიჭები სხედან, როგორ საუბრობენ, როგორ აქვთ გააზრებული ქვეყნის სიყვარულიც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც - ამ ყველაფრის ჩაკვლა უნდათ

შეხედეთ, როგორი ბიჭები სხედან, როგორ საუბრობენ, როგორ აქვთ გააზრებული ქვეყნის სიყვარულიც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც. ამ ყველაფრის ჩაკვლა უნდათ, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კახა კინწურაშვილი მის კოლეგებთან ერთად მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 დაკავებული პირის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში იმყოფება.

მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვთ, ვინაიდან პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მედიისთვისაა გახსნილი.

„ეს პროცესები მოქალაქემ რომ შეაფასოს, აუცილებლად უნდა დაესწროს და მიხვდება, ეს რეჟიმი რამდენად სისტემურია, როგორ არის მტკიცებულებები გაყალბებული, როგორ არის დანაშაული შსს-დან მოსამართლემდე, ეს ყველაზე მტკივნეულია. ადამიანებს ბრალი ისეთ საქმეზე აქვთ წაყენებული, სადაც დაზარალებული არ არსებობს. ანდრო ჭიჭინაძის მაგალითი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვესწრებოდი სხდომებს, მე კი შემიძლია ამ სასამართლოებზე და მათ უსამართლობაზე მოვყვე, მაგრამ თუ რამე კითხვა საზოგადოებაში არსებობს, შეუძლიათ მოვიდნენ და თავის თვალით იხილონ, როგორ ჰყავთ ახალგაზრდები დატყვევებული, როგორ ვაჭრობს რეჟიმი ამ ახალგაზრდების სიცოცხლით... აქ გამოკეტეს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის და მომავლისთვის იბრძვიან... ეს ადამიანები არ ტყდებიან, ეს გმირული საქციელია, ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დააფასოს. შეხედეთ, როგორი ბიჭები სხედან, როგორ საუბრობენ, როგორ გააზრებული აქვთ ქვეყნის სიყვარულიც და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც. ამ ყველაფრის ჩაკვლა უნდათ. ეს ყველაფერი შეიცვლება იმ შეუპოვრობით, რასაც ეს ბიჭები და საზოგადოება აჩვენებს დაუღალავად აქციებზე დგომით“, - განაცხადა კინწურაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო