თინა ბოკუჩავა - რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა?

კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას და კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაბარებას.

როგორც ბოკუჩავა წერს, სანამ პარტიები სიმართლის თქმას პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას არჩევენ - „ყოველთვის მოიგებს ბიძინა“, შესაბამისად, ის ისურვებდა, რომ „ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს“.

ბოკუჩავას თქმით, კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა.

„ივანიშვილის რუსულმა კომისიამ პირველი პოლიტიკოსი ცხადია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დაიბარა - ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელთან მუშაობის პატივი ჯერ კიდევ 2010 წელს ჟენევაში მქონდა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზურა ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი, საქმისა და სამშობლოსადმი თავდადებული ადამიანია, ვისაც ოდესმე საჯარო სამსახურსა და პოლიტიკაში შევხვედრივარ.

ზურა ჯერ კიდევ 2013 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივით. დღესაც იგივე საფრთხის წინაშეა, რადგან სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, უარს აცხადებს რუსულ კომისიასთან თანამშრომლობაზე. ასე რომ, როცა საზოგადოების კონსოლიდაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მინიმუმ, სოლიდარობა არ უნდა იყოს ცალმხრივი და/ან სელექციური.

ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან არ მიყვარს ნახევრად სიმართლე. დიახ, ამ კომისიის ერთი მიზანი მთავარი თემებიდან, პროტესტიდან, ყურადღების გადატანაა. მაგრამ ამავდროულად, კომისიის მიზანი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაც რომ არის, ამის თქმის რატომ გვეშინია?

რატომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კომისიას სურს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ყველაზე წარმატებული წლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების რევიზირება და სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დამაქცევრად წარმოჩენა და დამახინჯებული, რუსული პროპაგანდისტული ვერსიის ქართველ ხალხისთვის მიყიდვა?

სანამ პარტიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ვარჩევთ სრული სიმართლის თქმას და ნახევრად სიმართლით შემოვიფარგლებით, ყოველთვის მოიგებს ბიძინა, რადგან მეორე ნახევარს მუდმივად რუსულ-ქოცური პროპაგანდა შეავსებს. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კარგად გაითავისოს. დიდება საქართველოს! თავისუფლება მიშას!“,- წერს ბოკუჩავა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია