ლევან მგალობლიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გამოფენილი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს.

„შეხვედრის ოფიციალურ ნაწილში ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების საკითხზე და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ელჩმა თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო კუთხით, სამომავლო, ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, ალესია ბერტაჯია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, დავით მორგოშია ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს