გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე - წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან, რათა ყველა ერთ ქვაბში მონათლონ - კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს

ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე - ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე , - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გარშემო მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს.

„ძველი მეთოდია, რომ ამ საყოველთაო პროტესტის პირობებში, რომელიც ეხება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, თავისუფალ სამყაროში ჩვენი ადგილის ბედს და საფრთხეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე. ერთადერთი პასუხი ივანიშვილის ამ არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე...

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა, რომ საკუთარ მომხრეებსაც დასცინიან, ჯერჯერობით ჩემთვის რომ არ დაუძახიათ. წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან იმისთვის, რომ ყველა მონათლონ ერთად და ერთ ქვაბში, როგორც უკვე ვთქვი.

ამიტომ ველოდები, რომ დამიძახებენ და მერე ვეტყვი იმავეს, რასაც ეუბნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი, რომ ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმური პარლამენტის, არავინ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და რა რეპრესიასაც არ უნდა მიმართონ, მხოლოდ დაცინვა იქნება პასუხი და ყველას ემახსოვრება, რომ პროტესტი არის უფრო დიდ რამეზე, ვიდრე თუნდაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურების არალეგიტიმური დევნა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა