ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია

ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის პარტნიორობა, თეატრის 97-ზე სეზონზეც გრძელდება. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, წელს, უკვე მეოთხედ, გენერალურ სპონსორობას გაუწევს თეატრს და საინტერესო პროექტებით დატვირთულ თეატრალურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს.

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს, ერთგული მაყურებლისთვის, დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. 2025 წლის 5 აპრილს გაიმართება პრემიერა დარიო ფოს პიესის მიხედვით - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით“, რეჟისორი ლაშა შეროზია. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კარმენი“, რეჟისორი გია მარღანია; ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით „გონების თამაშები“, რეჟიოსორი დავით ჭახრაკია.

„მარჯანიშვილის თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია ბაზისბანკის მხარდაჭერა. ჩვენი ოთხწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო სპექტაკლი თუ პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება და ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“.- განაცხადა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი მარ­გველაშვილმა.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მარჯანიშვილის თეატრთან პარტნიორობას. გასული წარმატებული სეზონების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა ქართული თეატრისთვის. დარწმუნებული ვარ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მომავალ სეზონზეც არაერთ საინტერესო პროექტს იხილავს მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი“. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა თეატრებთან. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და თოჯინების სახლს. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს