ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები სამართალდამრღვევად ცნო, ერთი პირი 2 000 ლარით, ხოლო ორი 1000-1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილე პირები, რომლებიც 11 იანვარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, აქციის მონაწილე ციალა ქათამიძე 2 000 ლარით, ხოლო მოსამართლე მარიანა ფომაევა ვაჟა დარჩია და აკაკი გვიანიძე 1000-1000 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, 11 იანვარს საპროტესტო აქციას, სადაც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026