Reuters - „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ორი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს.

სარაკეტო საფრთხის გამო, ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმსა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ცნობისთვის, ისრაელის მიერ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ „ჰუსიტები“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. 15 მარტის შემდეგ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს აშშ ახორციელებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია