გიორგი ვაშაძე - ტყუილად იხარჯებით, „ქოცებო“ - თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს - ტყუილად იხარჯებით, "ქოცებო" – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ფაქტი „ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს“.

"ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ეს ივანიშვილისა და მისი „კლანის“ საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს. რეჟიმი ცდილობს, ეს მარცხი ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს, მაგრამ ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს