პაატა მანჯგალაძე - ე.წ. კომისიამ, რომელსაც ხალხმა „ჯალათეას კომისია“ დაარქვა, ნათლად გამოაჩინა თავისი ზრახვები, დასაჯოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტს - ეს არის სანახაობა და ცირკი

ე.წ. კომისიამ, რომელსაც ხალხმა „ჯალათეას კომისია“ დაარქვა, ნათლად გამოაჩინა თავისი ზრახვები, დასაჯოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტს - ეს არის სანახაობა და ცირკი,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ რუსეთს სამართლებრივი ალიბები შეუქმნას, რომ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.

„ქართულ ოცნებას“ რომ შეეძლოს საქართველოსაც გააუქმებდა, გუშინ ამ საკითხის შემოტანა მცდელობა იმისა, რომ აშშ-ში „MEGOBARI აქტის“ მიღება გადაეფარათ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე „ქართული ოცნება“ გააუქმა. ჯერი ახლა ჩვენზეა, რომ საქართველოში გავაუქმოთ მოღალატე და ბოროტი რეჟიმი. წულუკიანის ღალატის კომისიამ თავისი მიზნები ნათლად გამოხატა, რომ ხალხი, რომლებიც საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, დასაჯოს.

მათ უნდათ, რომ თავი ვიმართლოთ, ეს არ გამოვა. ე.წ. კომისიას, რომელსაც ხალხმა „ჯალათეას კომისია“ დაარქვა, ნათლად გამოაჩინა თავისი ზრახვები, დასაჯოს ქართველი ხალხი, იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტს. სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველო გამართლდა და ე.წ. კომისია რუსეთისთვის სამართლებრივ ალიბებს ეძებს, რომ რუსეთს პასუხისგება არ დაეკისროს იმისთვის, რაც საქართველოში ჩაიდინა. ეს არის სანახაობა და ცირკი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა