რატომ აქვთ IT სტუდენტებს დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა და შესაბამისად ამ მიმართულების სტუდენტებს დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ახალგაზრდა მაღალკვალიფიციურ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად არის და ის იზრდება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ამჯერად სწორედ აღნიშნულ მიზეზებს გაგაცნობთ.

მაღალი მოთხოვნა – ციფრული ტრანსფორმაციის გამო, თითქმის ყველა ინდუსტრიას სჭირდება კვალიფიციური პროგრამისტები, ქსელურ ადმინისტრატორები, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები და მონაცემთა ანალიტიკოსები. მათ გარეშე დღეს ბაზარზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

გლობალური ბაზარი – IT სფეროში დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურადაც. სტუდენტებს შეუძლიათ იმუშაონ დისტანციურად საერთაშორისო კომპანიებისთვის, რაც მათ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს მნიშვნელოვნად ზრდის.

მაღალი ანაზღაურება - IT სპეციალისტების ხელფასი ნებისმიერ ქვეყანაში მაღალია სხვა სფეროებში არსებულ ანაზღაურებასთან შედარებით.

კარიერული პერსპექტივა – საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერული წინსვლა საკმაოდ სწრაფად ხდება. სწრაფად ვითარდება თავად ინდუსტრია და სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ წინსვლას მიყვებიან, მოკლე დროში მნიშვნელოვან კარიერულ წარმატებას აღწევენ.

დასაქმება სწავლის პარალელურად – IT სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის პარალელურად იმუშაონ ფრილანსერებად ადგილობრივად ან გლობალურად, რაც მათ გამოცდილებას ზრდის და სწავლის დასრულების შემდეგ მაღალკვალიფიციურ კადრებად აქცევს.

სწორედ ეს გახლავთ მიზეზები, თუ რატომ აქვთ IT სტუდენტებს დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა აქვე არ უნდა გამოგრჩეთ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. მნიშვნელოვანია საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეთ უნივერსიტეტში შეისწავლოთ, რომელიც ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სწავლებაც მუდმივად განახლებადი კურიკულუმით ხდება. აუცილებელია, რომ სასწავლო პროგრამა სფეროს განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს. საქართველოში ასეთი უნივერსიტეტი გახლავთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელშიც დანერგილია პრაქტიკული მიდგომა პირველი დღიდან.

BTU-ში Python-ის შესწავლა პროგრამის პირველი კურსიდან იწყება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამირების ბაზისური უნარებიდან სწრაფად გადავიდნენ რეალური აპლიკაციების შექმნაზე. სასწავლო კურსი მოიცავს ყველა მოთხოვნად პროგრამულ ენას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი სტარტაპის შექმნაშიც ეხმარება. ისინი შეისწავლიან, როგორ შექმნან სტარტაპი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება, როგორ მოემზადონ ფიჩინგისთვის და საბოლოოდ, როგორ აქციონ იდეა რეალურ პროექტად.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში არაერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. მათ შორისაა: ვირტუალური რეალობის ლაბორატორია -VR Lab, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, ბლოკჩეინ ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და სხვა. ლაბორატორიების ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე უნივერსიტეტთან ერთად ზრუნავენ მისი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები არიან.

სტუდენტებს, ტრადიციულად, შესაძლებლობა აქვთ სწავლის 1 სემესტრი ან 1 წელი უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ, მიიღონ უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება და ამავდროულად, ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. ეს კი მათი წარმატებით დასაქმების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება. პროგრამის კოდია 195 01 04. რეგისტრაცია 2 აპრილს დასრულდება. 2025-2026 სასწავლო წელს 525 აბიტურიენტი გახდება აღნიშნული პროგრამის სტუდენტი. სწავლის წლიური ღირებულება 2950 ლარია, თუმცა შესაძლებელია სახელმწიფო გრანტის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს