მამუკა ყურაშვილი საგამოძიებო კომისიას - დიდი მადლობა, რომ  ასეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს - დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო თეა და ბოდიშს ვიხდი, რომ ბატონ სოზართან და ყველასთან გამოვედი მდგომარეობიდან

დიდი მადლობა, რომ საერთოდ ასეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს. აი, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო თეა და მეც კიდევ, ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაცნაირად გამოვედი ბატონ სოზართან და ყველასთან... ხომ მიმიხვდით, - ეს განცხადება გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა,რითაც კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და კომისიის სხვა წევრებს მიმართა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. თემის ფარგლებში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ალეკო ტაბატაძემ მამუკა ყურაშვილს შემდეგი შეკითხვა დაუსვა.

“ჯარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დროინდელი პრეზიდენტი, მთავარსარდალი, გაიქცა და ვერც გაიგეს, საიდან გაიქცა. მერე აღმოჩნდა ის ცნობილი კადრები, რომ თავის დაცვას გაექცა, ამან რა მდგომარეობა მოახდინა ჯარის სულისკვეთებაზე, როცა თავის უმაღლეს სარდალს გაქცეულს, შეშინებულს და დამფრთხალს უყურებენ? პირადად, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორც გენერლის“, - ჰკითხა ტაბატაძემ მამუკა ყურაშვილს.

თავის მხრივ, შეკითხვას ყურაშვილმა ასე უპასუხა:

„სულისკვეთება არ ამაღლდება, მაგრამ მერწმუნეთ, ბატონო ალეკო, რომ მოქმედ ქვედანაყოფებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იყვნენ, იმის ფუფუნება არ ჰქონდათ, რომ ეს კადრი [ენახათ]. თუ არ ვცდები, ეს საომარი მოქმედებების მერე იყო. პირადი მაგალითი ყოველთვის არის უმნიშვნელო - არიან მეთაურები, რომლებიც იძახიან „წადი“, არიან მეთაურები, როლებიც იძახიან „მომყევით“. ეს იდეალური შერწყმა არის, რომლებიც მეთაურს ორივე აკავშირებს “, - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.

ამის შემდგომ კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა ჰკითხა, გენერალ მამუკა ყურაშვილს, თუ როგორ დაახასიათებდა ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს, ეს იყო მთავარსარდალი „წადით“, თუ ეს იყო მთავარსარდალი „მომყევით“, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა დაახასიათებდა ასე - „მომყევით“, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი სოფელ ტირძნისში იყო ჩასული.

„მტერი მიჰყვა მაგას“, - უპასუხა წულუკიანმა.

თავის მხრივ, ყურაშვილმა საპასუხოდ განაცხადა:

„დიდი მადლობა, რომ საერთოდ ასეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს. აი, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო თეა და მეც კიდევ, ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაცნაირად გამოვედი ბატონ სოზართან და ყველასთან... ხომ მიმიხვდით,“ - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო