გია ვოლსკი - ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ

ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

„ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“ დროს]...

ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ. ამ იდეით არიან პროპაგანდის ქვეშ. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხელში ჰქონდათ ძალა, ვინმეს რამე გაებედა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის ამ განცხადებას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი დგას.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა კომისიის სხდომებს ინტერესით მიადევნებს თვალს.

„დავაზუსტებ, აქ საუბარია ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფზე, რადგან ახალგაზრდობა ჩვენ ქვეყანაში გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია და უმრავლესობა მათგანი დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესით მიადევნებს თვალს და ყურს ამ სხდომებს. ბევრ რამეს გაიგებს, რაც არ იცოდა. რაც მთავარია, იმ დოკუმენტაციას გაეცნობა ყურადღებით, რომელიც მათ შორის თქვენც მრავლად ჩამოთვალეთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა

ამასთან დაკავშირებით ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას „ყველაზე არ უსაუბრია“.

„მე ვთქვი, ეს ახალგაზრდები, მე არ მითქვამს საერთოდ ახალგაზრდები, ყველაზე არ მისაუბრია“,- აღნიშნა ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია