Reuters - თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში საპროტესტო აქციებზე შვედი ჟურნალისტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანკარის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, შვედი ჟურნალისტი, კაი იოაკიმ მედინი თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩავიდა.

ანკარის პროკურატურამ განაცხადა, რომ იოაკიმ მედინი „პრეზიდენტის შეურაცხყოფისა“ და „ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობისთვის“ დააკავეს, კერძოდ 2023 წლის იანვარში სტოკჰოლმში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ცნობით, მედინი ერთ-ერთია იმ 15 ადამიანს შორის, რომლებიც სტოკჰოლმში საპროტესტო აქციის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, სადაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსების მქონე მანეკენი ქალაქის მერიის წინ გადმოკიდეს.

ცნობისთვის, თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ BBC-ის ჟურნალისტი, მარკ ლოუენი, რომელიც საპროტესტო აქციებს აშუქებდა, თურქეთიდან გააძევეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები