დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს

გრენლანდიის გარშემო აშშ-ის ტონი არ მოგვწონს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გრენლანდიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კრიტიკისთვის ჩვენ ღია ვართ. მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ: ჩვენ არ მოგვწონს ტონი, რომლითაც ეს არის ნათქვამი. ახლო მოკავშირეებს ასე არ ესაუბრებიან და ვფიქრობ, რომ დანია და აშშ ახლო მოკავშირეები არიან“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ლარს ლოკე რასმუსენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დანია არქტიკის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.

„ფაქტია, რომ მშვიდობის შედეგად სარგებელი ყველამ მივიღეთ. ყველანი ვმოქმედებდით იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ არქტიკა დაბალი დაძაბულობის რეგიონი იქნებოდა. მაგრამ ეს დრო დასრულდა, სტატუს-კვო ერთ-ერთი ვარიანტი აღარ არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია. ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები გრენლანდიას მოიცავს“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა