France 24 - სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს.

France 24-ის ცნობით, სტამბოლში თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ორგანიზებულ „თავისუფლება იმამოღლუს“ მასობრივ საპროტესტო აქციას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა.

ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 2,2 მილიონი ადამიანი იყო, თუმცა სააგენტო ამ ციფრებს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს.

შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატად დაასახელა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა