ნატალი ლუაზო - საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას კატეგორიულად ვგმობ - ევროპამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!

საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ფიზიკურ ძალადობას კატეგორიულად ვგმობ, - ასე ეხმაურება ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.

„კატეგორიულად ვგმობ ძალისმიერ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას საქართველოში ოპოზიციის წევრებზე, ჟურნალისტებზე, უფლებადამცველებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ანადგურებს. ევროპამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!“ - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ