ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას, ადვოკატის, თეონა ზაქრაშვილის განცხადებით, ხოშტარია დიღმის მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაქრაშვილმა განუცხადა, 24-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ის იზოლატორიდან გამოუშვეს.

ადვოკატისთვის დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელენე ხოშტარიას გათავისუფლების შესახებ წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც, როგორც ის აღნიშნავს, ხოშტარია სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.

„ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები