ლევან მგალობლიშვილი ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აზდაკის ბაღის" საიუბილეო საღამოზე თეატრის დაარსების ისტორია გაიხსენეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ინტეგრირებული თეატრის სხვადასხვა სპექტაკლებიდან ეპიზოდები წარმოადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და ინტეგრირებული თეატრის დასს 10 წლის იუბილე მიულოცა.

ლევან მგალობლიშვილმა „აზდაკის ბაღისთვის“ სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა, თეატრს, შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის შესაბამის სივრცეს გამოუყოფს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს პირადად მივულოცო თეატრს 10 წლის იუბილე. ჩვენი გუნდის ერთობლივი მსჯელობის შედეგად, „აზდაკის ბაღს“ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მივანიჭეთ, რომელიც სპეციალურად ამ გადაწყვეტილების მისაღებად გამართულ მთავრობის სხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოექცა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსახიობებს აერთიანებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია