ქართველი ემიგრანტების ნაწილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს პეტიციით მიმართავს

ქართველი ემიგრანტების ნაწილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს პეტიციით მიმართავს. ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების ნაწილი ავრცელებს.

კერძოდ, ემიგრანტები დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის მოადგილეებსა და ასევე, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან არ ითანამშრომლონ და ისინი თავიანთ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში არასდროს დაასაქმონ (არ მოიწვიონ კონსულტანტებად, მრჩევლებად და არ დაასაქმონ საერთაშორისო ორგანიზაციების რომელიმე სტრუქტურაში)”.

„პარტია "ქართული ოცნების" მიერ მოქალაქეებსა, მათ შორის ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე უწყვეტ და მიზანმიმართული ძალადობას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და მათი ელჩები სამარცხვინო დუმილით (უკეთეს შემთხვევაში) პასუხობენ. ამიტომ, ქართველი ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური პროფესიისა და ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანები არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოების ნდობას არ უნდა იმსახურებდნენ. პეტიციას თან ერთვის შესაბამისი სია, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, მინისტრის მოადგილეების და ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებში ელჩების მონაწილეობით. ქართველი ემიგრანტები ინფორმაციას პეტიციის შესახებ ასევე მიაწვდიან დასავლურ მედიას, დასავლელ პოლიტიკოსებს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტიციას ხელს აწერენ:

ინგა წიკლაური - ისლანდია; დავით ძიძიშვილი - ბელგია; მარი კაიშაური - საფრანგეთი; ნინო ძველაია - საფრანგეთი; მაია ფურცხვანიძე - კანადა; ერეკლე წაქაძე - დანია; შოთა ადამაშვილი - ლატვია; კოკი იონათამიშვილი - ლატვია; ნათია ბასიაშვილი - ესპანეთი; ეკა კაჭარავა - იტალია; ნათია გვიანაშვილი - შვედეთი; ნათია მაქაცარია - აშშ; ბესიკ ქუთათელაძე - აშშ; მიმი სულაკაძე - პორტუგალია; ეთერ შეროზია - პორტუგალია; ალექსი პეტრიაშვილი - ჩეხეთი; თათია სხირტლაძე - ავსტრია; თამარ სიგუა - მოლდოვა; მევლუდ ყაფლანიშვილი - კვიპროსი; როლანდ ცეცხლაძე - კვიპროსი; დავით ბაციაშვილი - ნორვეგია; ლაშა კიზირია - გერმანია; დალი კლემენტიდისი - ფინეთი; დათო დათუკიშვილი - ინგლისი;

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა