პაატა მანჯგალაძე - დღეს, 31 მარტს, მოვაწყოთ ახალი რეფერენდუმი და ვაჩვენოთ ვისია საქართველო!

ნუ შევხედავთ წულუკიანის „ღალატის კომისიას“ როგორც უბრალო ცირკს - ეს გაცილებით საშიშია! - რეჟიმი აყალბებს წარსულს, რათა გაამართლოს ღალატი და გატეხოს წინააღმდეგობა. ისინი ცდილობენ, სიცრუე ბევრჯერ გამეორებით „სიმართლედ“ აქციონ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პარლამენტში შექმნილი "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ „რუსული აგრესია გაამართლონ“.

„მტერი არ ჩერდება! ნუ შევხედავთ წულუკიანის „ღალატის კომისიას“ როგორც უბრალო ცირკს – ეს გაცილებით საშიშია! ის ისტორიის გადაწერას და თავისუფლებისთვის მებრძოლების გატეხას ცდილობს! რეჟიმი აყალბებს წარსულს, რათა გაამართლოს ღალატი და გატეხოს წინააღმდეგობა. ისინი ცდილობენ, სიცრუე ბევრჯერ გამეორებით „სიმართლედ“ აქციონ!

დღეს „ქოცების“ „ღალატის კომისია“ გვიმტკიცებს - რუსეთი არ დაგვესხა თავს, ჩვენ გავხსენით ცეცხლი! ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ, რუსები კი „ჩაგრული ოსების“ დასახმარებლად მოვიდნენ! რისთვის? რომ რუსული აგრესია გაამართლონ, რომ საქართველო დააშინონ და ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა!

ვის ინტერესს ემსახურება ეს? - რუსეთის! და „ქოცების“ კომისიაც მთელი მონდომებით ამტკიცებს მტრის ვერსიას! თუ ხვალ ეს კომისია „დაადგენს“, რომ მტერი მოკავშირეა და ნამდვილი მოკავშირე – მტერი, მაშინ ლოგიკური მოცემულობა იქნება ყაველაშვილი 9 მაისს პუტინთან ერთად დადგეს.

საზოგადოება ამ დროს სხვადასხვანაირად რეაგირებს - ზოგი ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, ზოგი მიიჩნევს, რომ „ბიძინა ნაცებს სჯის“ და დუმს, ზოგი ხვდება სიმართლეს, მაგრამ ჩუმდება, ვიღაცა მხოლოდ ოჯახში საუბრობს, მაგრამ საჯაროდ ვერ ბედავს, ზოგი მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობს.

მაგრამ არიან ნამდვილი პატრიოტები – ისინი, ვინც დღეს საქართველოში იბრძვიან! საქართველოს ბედი მათ ხელშია!

რუსეთმაც და ივანიშვილმაც იციან, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ჩვენ არ გვაქვს დათმობის უფლება! თუ დავთმობთ, დავკარგავთ მომავალს!

დღეს, 31 მარტს, მოვაწყოთ ახალი რეფერენდუმი და ვაჩვენოთ ვისია საქართველო!

არა ღალატს!

არა „ქოცობას“!

გამარჯვება საქართველოს!“,- წერს პაატა მანჯგალაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის