თეა წულუკიანი - კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში, მითუმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ჯარის განადგურების დასაწყისს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს.

„აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების, ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა იკივლოს ელენე ხოშტარიამ ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან, სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო