ანალენა ბერბოკი - უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა - არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ

პუტინს სურდა სამ დღეში დაეპყრო კიევი და უკრაინა. რუსეთის სასტიკი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულიად ნათელია: პუტინის გეგმა ჩაიშალა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელდა.

მისი თქმით, „რუსეთმა აიძულა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც სასტიკ ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელსაც ვერ მოიგებს“.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ არავის სწყურია მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინას.

„მშვიდობა არავის სწყურია იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. უკრაინა მზად არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის. სწორედ პუტინია ის, რომელსაც არ სურს მშვიდობა, თამაშობს დროზე და აგრძელებს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ, რადგან მშვიდობის შეთავაზება არ არის მშვიდობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს