ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ

აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„საპასუხო ზომების მიღება არ გვსურს, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩვენ საპასუხო ზომების ძლიერი გეგმა გვაქვს და ჩვენ მას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი ტარიფებთან დაკავშირებით პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაა.

„რა თქმა უნდა, ვაჭრობის სფეროში სერიოზული პრობლემები არსებობს: დისბალანსი, უსამართლო სუბსიდიები, ბაზრებზე წვდომის შესახებ უარი, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. მესმის ამერიკელების, როდესაც აცხადებენ, რომ წესებით სარგებელი სხვებმა მიიღეს. ამას ჩვენთვისაც ზარალი მოაქვს და მოდით, ამაზე ვიმუშაოთ. ტარიფები, გამონაკლისის გარეშე, საქმეს აუარესებს და არ აუმჯობესებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს