სერგეი რიაბკოვი - უკრაინის შესახებ ამერიკელების შემოთავაზებულ მოდელებს სერიოზულად განვიხილავთ, მაგრამ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც ახლა არის

უკრაინის შესახებ ამერიკელების შემოთავაზებულ მოდელებს სერიოზულად განვიხილავთ, მაგრამ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც ახლა არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ღრმად და ყურადღებით გააზრებული საკუთარი პრიორიტეტები და მიდგომები გვაქვს, რომელიც მუშავდება და დამუშავდა კიდეც, მათ შორის, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

მისი თქმით, „აშშ-ის მოდელები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჯერჯერობით არ აგვარებს“.

„ჩვენ ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ კიევისთვის სიგნალი არ მოგვისმენია. ყველაფერი, რაც დღეს ადგილზეა, ამერიკელების მიერ რაიმე სახის სქემის პოვნის მცდელობაა, რომ თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, ხოლო შემდეგ გადავიდეთ სხვა მოდელებზე. მაგრამ, როგორც ჩვენ ვხედავთ, დღეს მათ შორის, კონფლიქტის ძირეულ მიზეზებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხი არ არის. საერთოდ არ არსებობს და ეს უნდა გადაილახოს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს