დავით უსუფაშვილი - ყველაფერი იქნება კარგად, მამუკა ხაზარაძე ათჯერ უფრო მხნედ არის - „ქართული ოცნება“ კი ითხრის პოლიტიკურ საფლავს, სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება აღარ დარჩა მუხლი, რომლის დარღვევაც არ ჩაუდენიათ და დადგება ამის დროც

„ძლიერი საქართველო“, ქართველები კიდევ უფრო მხნედ ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. ხალხს ვერ დაგვაპატიმრებენ, გამორიცხული ამბავია! თავად კი ითხრიან პოლიტიკურ საფლავს. სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება აღარ დარჩა მუხლი, რომლის დარღვევაც თავად არ ჩაუდენიათ , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ კოალიციის ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას.

დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსად განწირული რეჟიმები იქცევიან.

მამუკა ხაზარაძეს აქ ბრალს არ უყენებენ, აქ ხდება მისი, როგორც ყველაზე შემძლე და ხელისუფლებისთვის არასასურველი ლიდერის აღიარება. ასე იქცევიან განწირული რეჟიმები, რომლებიც ხედავენ, საიდან მოდის საფრთხე - „ძლიერი საქართველოსგან“, მამუკა ხაზარაძისგან, რომლის შეუპოვრობამ და შეურიგებლობამ უსამართლობასთან და რეჟიმთან, კი, გადარია ის ხალხი და ახლა, ამ ტიპის ამბებს ბევრს ჩაიდენენ. ამიტომ, ყველაფერი იქნება კარგად, მამუკა ათჯერ უფრო მხნედ არის, „ძლიერი საქართველო“, ქართველები, მოქალაქეები ვართ კიდევ უფრო მხნედ და ყველაფერი კარგად იქნება. ხალხს ვერ დაგვაპატიმრებენ, გამორიცხული ამბავია! თავად კი ითხრიან პოლიტიკურ საფლავს და მათ შორის სჩადიან უამრავ რამეს. სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება აღარ დარჩა მუხლი, რომლის დარღვევაც თავად არ ჩაუდენიათ და დადგება ეს დროც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, პროკურატურამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლი, რითაც ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს