მარგუს ცაჰკნა ახალ კანონებზე - მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას

მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.

„მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და შემდგომი რეპრესიებისა და სამოქალაქო სივრცის ლიკვიდაციისთვის ნიადაგის მომზადებას“, - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.

ცნობისთვის, დღეს კაია კალასმა და მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა