ალუდა ღუდუშაური - მინდა, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს - ჩვენ არ ვართ ბოღმიანი, ბოროტი ადამიანები

ჩვენ არ ვართ ბოროტები - მინდა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც კომისიაზე არ მოდის, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს - ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები, - ამის შესახებ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებიც დაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მიდიან, ჩრდილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს და ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ.

„მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას - ჩვენ არავის ვაშინებთ. ისე, არაა თითქოს, ვინმეს სადმე დაბარება, ბრალდებულის სტატუსი, ან მსგავსი გვახარებს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ არ ვართ ბოროტები. მინდა, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვუთხრა, ჩვენ არ ვართ თქვენნაირები, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოროტები, ეს არის მთავარი წყალგამყოფი რაც განგვასხვავებს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები. ჩვენ ღიად, თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას გთავაზობთ. ვთავაზობთ, რომ საჯაროდ, საზოგადოების წინაშე მოვიდნენ და კითხვებზე პასუხები გასცენ. ის, რაც ხდება, რომ გაუგონარი და სრულიად სასაცილო აბსურდული მიზეზებიდან გამომდინარე არ აპირებენ მოსვლას, სინამდვილეში საზოგადოების უპატივცემულობას ნიშნავს. უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის