CNN - ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უნგრეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის მეუღლეს აეროპორტში დახვდა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუდაპეშტში“, - წერს უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი სოციალურ ქსელში.

უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.

ცნობისთვის, ეს ევროპაში ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ცინიკური“ უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო