საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის შენობასთან მოქალაქეები აქციას მართავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის შენობასთან მოქალაქეები აქციას მართავენ.

მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერით: „სინათლე - სიმართლეს“, „ეთერი ხალხს“, „ვერ ჩაახშობთ ხალხის ხმას“.

მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ემსახურება.

აქციის მონაწილეებმა, ხმაურის ფონზე შეაცილეს სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ბონდო მძინარაშვილი.

ამასთან, შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ღობეზე ბანერის ჩამოკიდების საშუალება არ მისცეს და ისინი გააფრთხილეს, რომ ხელი არ შეუშალონ შენობაში შემსვლელ პირებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ბორდის თავმჯდომარის თანამდებობას, კვლავ ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს