ნინო ზაუტაშვილი - ვასილ მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა - „ხალხმა მინდა ნახოს, ბუჩქებში არ მივრბივარო“, თუმცა დავინახე ბუჩქებში როგორ გარბოდა

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა - „ხალხმა მინდა ნახოს და ბუჩქებში არ მივრბივარო" - თუმცა დავინახე ბუჩქებში როგორ გარბოდა,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბორდის თავმჯდომარე და წევრები მოერიდნენ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც მათ ჰქონდათ.

"მე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, გავაგზავნე 5 კაციანი სია, რომლებსაც გვინდოდა ბორდის სხდომას დავსწრებოდით, რომ კითხვები დაგვესვა. რადგან დღის წესრიგში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები იყო პირველი, სხდომის მდივანს დავურეკე და ვუთხარი - "ჯერ აირჩიეთ თავმჯდომარე და მერე შემოვალთ-თქო", რადგან უფრო ლეგიტიმური იქნებოდა ჩვენი კითხვები. შევედით და უცებ კრება დაიხურა და ვასილ მაღლაფერიძე გარეთ გამოდის, იქ, რაც დატრიალდა ამას "მოამბეში" ნახავს ხალხი...

ჩემთვის სრულიად გაიშიფრა ყველაფერი. ეს ადამიანი და მთლიანად ბორდი ერიდებოდნენ იმ შეკითხვებს, რომელთა დასმასაც ვაპირებდით, ეს შეკითხვები კი მათთვის სასიამოვნო არ იქნებოდა. ადამიანს, როდესაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, შეიძლება რამის შეეშინდეს?

გია მურღულიასთვის მინდოდა მეკითხა - სამშობლოს ღალატის განმარტება რას ნიშნავს, ასევე მინდოდა მიმეღო პასუხი, ხელფასებისა და დანამატების გაჟღერებაზე, ბორდის 2 წევრის მიერ.

ვასილ მაღლაფერიძემ ხელი აწია და თავის თავს მისცა ხმა - "ხალხმა მინდა ნახოს და ბუჩქებში არ მივრბივარო" - თუმცა დავინახე ბუჩქებში როგორ გარბოდა", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ბორდის თავმჯდომარის არჩევნები ჩაატარა და თანამდებობაზე კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის