გია ჯაფარიძე - ოპოზიციაში განხეთქილებას, დაყოფას, დაპირისპირებას ვერ ვხედავ, ზოგადი სურათია, რომ ვერ ხერხდება ერთიანობის შეკვრა, მაგრამ კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს - არ შეიძლება მუდამ წარსულში ვიყურებოდეთ

ვერ ხერხდება ისეთი ტიპის ერთიანობის შეკვრა, რასაც ითხოვს 127-დღიანი პროტესტი და რისი მოლოდინიც არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გია ჯაფარიძე გამოეხმაურა ცოტნე კობერიძისა და ბორის ჩელე ყურუას მიერ პარტიის - "გირჩი - მეტი თავისუფლება" - დატოვებას.

გია ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე რაციონალური ქმედება იქნებოდა ისეთი ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო პრინციპებზე.

„ოპოზიციაში განხეთქილებას, დაყოფას და დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, მე რა ურთიერთობაც მაქვს სხვადასხვა კოალიციების წარმომადგენლებთან ვერცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვერ იტყვის იმას, რომ ვინმესთან არ მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. აბსოლუტურად ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი მაგალითი არ მაძლევს საფუძველს იმის სათქმელად, რომ რაიმე დაპირისპირებას, ან დაყოფას, ან განხეთქილებას ჰქონდეს ადგილი.

ზოგადი სურათი არის ასეთი, რომ ვერ ხერხდება ისეთი ტიპის ერთიანობის შეკვრა, რასაც ითხოვს 127-დღიანი პროტესტი და რისი მოლოდინიც არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში. მე ყოველთვის ვიყავი ერთიანობის მომხრე, ამან გადამადგმევინა ნაბიჯი, რომ აქტიურად ვყოფილიყავი პოლიტიკაში ჩართული. არჩევნებამდეც მიმაჩნდა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები არჩევნებზე ერთიანი სიით უნდა გასულიყვნენ და თუ ეს არჩევნებამდე ვერ მოხერხდა, არჩევნების შემდეგ დადგა ბევრად უფრო მძიმე ვითარება ქვეყანაში. ის, რაც არჩევნებამდე ვერ მოხერხდა, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს და ერთიანობა არჩევნების შემდეგ მაინც უნდა შედგეს.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონოდა წარსულში ერთმანეთის მიმართ, როგორი წყენებიც არ უნდა არსებობდეს წარსულში. მე ძალიან კარგად მახსოვს ზურაბიშვილის არჩევნები, სისხლიანი ბანერები პირველად სწორედ, მაშინ გამოჩნდა. ასევე, კარგად მახსოვს მისი პრეზიდენტობა. ასევე, კარგად მახსოვს მისი განცხადებები 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყურებოდეთ მომავალში, არ შეიძლება მუდამ ვიყურებოდეთ წარსულში. იმისთვის, რომ მომავალში გვქონდეს უკეთესი სახელმწიფო, დავამარცხოთ ავტორიტარული რეჟიმი, განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, თუ გვინდა, რომ დავბრუნდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მგონია, რომ საჭიროა ერთიანობის პლატფორმა, რომელიც დაეფუძნება ერთიან პრინციპებს“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს