ანდრეი სიბიგა - უკრაინა არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს

უკრაინა რჩება იმ პოზიციაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია ნატო-ში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე მან მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის პრინციპული პოზიციის შესახებ.

„არის ფუნდამენტური რამ, რასაც უკრაინა არ მიიღებს და ერთ-ერთი მათგანია მესამე ქვეყანას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ვეტო დაადოს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ ნატო-ს წევრი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის მოკლევადიანი მიზანი, თუმცა რუსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული.

„დიახ, კონსენსუსი ჯერ არ არის, მაგრამ არა სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ვეტოს გამო“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება აუცილებელია არა მხოლოდ თავად უკრაინისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

"ყველაზე ეფექტური ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - და ისინი განუყოფელია - არის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება", - განაცხადა სიბიგამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა