პაატა მანჯგალაძე - ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება!

ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც წარმოსახვით მტრებს გვაჩვენებს და რეალურ საფრთხეზე თვალს ხუჭავს, ან მტერთან თანამშრომლობს, ან უკვე მტრად თავად გადაიქცა.

„ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები საუბრობენ ამერიკულ „დიფ სთეითზე“, თითქოს საფრთხე ვაშინგტონიდან მოდის, მაშინ, როცა რეალური ოკუპანტი თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია!

ვინც წარმოსახვით მტრებს გვაჩვენებს და რეალურ საფრთხეზე თვალს ხუჭავს – ან მტერთან თანამშრომლობს, ან უკვე მტრად თავად გადაიქცა!

საქართველო ნამდვილად საჭიროებს დაცულობას, მაგრამ ეს არ მოდის მოკავშირეებისგან ქვეყნის მკვეთრად იზოლირებით, მარტოდ დარჩენით, ღალატით და მიტაცებული ძალაუფლებით!

დაცულობა მოდის მხოლოდ:ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის მსახური ხელისუფლებით. არ ავყვეთ პროპაგანდას, საქართველოს რეალური მტერი და საფრთხე ივანიშვილი და მისი რეჟიმი არის!” - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია