ირაკლი კობახიძე - სულხან თამაზაშვილს აქვს გამოცდილება, უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან

ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული სამსახურისთვის.

„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს - შვიდი წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისთვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ძალიან ღირსეული გაგრძელება.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს. ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს საქმიანობა განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან.

ჩვენს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს ბატონი სულხან თამაზაშვილი. მას მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე