ანა დოლიძე - ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია

მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის „დევნა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“.

„რა სამარცხვინო და იაფფასიანი, მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო. სრული სოლიდარობა მას. მამუკას და ბადრის დევნა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა