ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომ გაყალბებით ცნობილი ISFED უკვე ბრიტანული ფონდის მიერ ფინანსდება - ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ შესუსტებულია აშშ-ში, თუმცა ამ ფონზე, „დიფ სთეითი“ შეეცდება ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომელიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული.

„ვხედავთ, რომ მაგალითად, გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. „დიფ სთეითი“ კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებში, საბოლოო ჯამში, ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიუხედავად უცხოური დაფინანსების ძალიან მანკიერი, გაუმჭვირვალე და მანკიერი პრაქტიკისა. მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა აუცილებლად იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ბრიტანეთს არაფერი [სურს საქართველოსგან], თუმცა „დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია. ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა" საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის" ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს