მარგუს ცაჰკნა - უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს - ევროკავშირის ხელშეკრულებით ხმის უფლების წართმევის შესაძლებლობა არსებობს და მჯერა, რომ ის სულ უფრო ახლოსაა

უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს, ევროკავშირის ხელშეკრულებით ხმის უფლების წართმევის შესაძლებლობა არსებობს და მჯერა, რომ ის სულ უფრო ახლოსაა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელები ვიყოთ: გაყოფილი რომ იყო, ორი დიდი მხარე გჭირდება. უნგრეთის შემთხვევაში, გვაქვს ძალიან სუსტი ქვეყანა, რომელიც პუტინის გუნდში თამაშობს, ჩვენს ევროპულ გუნდში არა…

თუმცა, ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნის ხმის უფლების გაწვევის შესაძლებლობას იძლევა, თუ ეს წევრობა საფრთხეს უქმნის ევროპისა და სხვა წევრების უსაფრთხოებას. და ორბანი სწორედ ამას შვება“, - განაცხადა ცაჰკნამ.

კითხვაზე, ახლა ამოქმედებულ უნდა იქნას თუ არა მე-7 მუხლი, მინისტრმა უპასუხა: „ეს შესაძლებლობა გვაქვს და მჯერა, რომ სულ უფრო და უფრო ახლოსაა”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიიღება და მას უნგრეთის თანხმობა სჭირდება.

„თუ ისინი ივნისში დაბლოკავენ ამას, სანქციებს არა მხოლოდ ვადა გაუვა, არამედ პუტინისთვის [გაყინული] 240 მილიარდი ევროს გადაცემა მოგვიწევს. როგორ აპირებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის მოქალაქეებისთვის ახსნას, რომ ისინი პუტინისთვის ფულის გადაცემას აპირებენ, რომლის გამოყენებასაც ის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს წინააღმდეგაც აპირებს? ამიტომ ამ აქტივების კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ცაჰკნამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია