„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

არსებული ინფორმაციით, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ, საბა სორდიას დროებით მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

„ახლა გავიგეთ, რომ საბას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”, - წერს ნატა ძველიშვილი.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი, საბა სორდია დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს