დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ რამდენიმე კითხვას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, პასუხი უნდა გაეცეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.

„პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. მაგრამ მანამდე რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ეს კითხვები ჰაერშია გამოკიდებული და ჯერჯერობით არავის უპასუხია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი განმარტებით, საუბარია „კიევის რეჟიმის უკონტროლობაზე და კიევის რეჟიმის უუნარობაზე გააკონტროლოს მთელი რიგი ექსტრემისტული და ნაციონალისტური ქვედანაყოფების ქმედებები, რომლებიც არ ემორჩილებიან კიევს“.

„ეს ასევე დაკავშირებულია კიევის შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებთან. ყველა ეს ნიუანსი კვლავ დღის წესრიგშია“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. „ვესაუბრებით რუსეთს. გვსურს, შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს