ირაკლი კობახიძე - ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ, ახლა, ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ - ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდანაა შეჩერებული

ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით „ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვს“.

„ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვთქვით, რომ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვაჩერებთ. ახლა, ფაქტობრივად, გადასაწყვეტიც არაფერი აქვთ - ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 10 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს