ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ - თქვენი სანქციები არ მუშაობს

ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ - თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აიღებს ხელფასს სანქცირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

კობახიძის თქმით, თამაზაშვილი აქამდეც ოფიციალურად იღებდა ხელფასს და მომავალშიც ოფიციალურად მიიღებს.

„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს