მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს 13:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე, სასამართლოს პროკურატურამ სამი მოწმე პოლიციელი და საქმის გამომძიებელი წარუდგინა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების პერიოდში ადგილზე იმყოფებოდნენ.

მოწმეებს შეკითხვებით მიმართეს, როგორც ადვოკატებმა ასევე, პროკურორებმა.

საერთო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე 5 მოწმეა გამოკითხული.

გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები